გორში სასწრაფო დახმარების შენობის მშენებლობა მიმდინარეობს

სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონული სამსახურის 7- ბრიგადიანი შენობა, გორში, ჭონქაძის ქუჩაზე შენდება.

სამუშაოების სახელშეკრულებო ღირებულება 430 945 ლარია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გორის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ახალი შენობა თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით შენდება. პროექტის მიხედვით, მისი ფართობი 298 161 კვადრატული მეტრი იქნება. განხორციელდება შიდა წყალსადენისა და კანალიზაციის, ელექტრო მომარაგების, ვიდეო მეთვალყურეობის, კომპიუტერული და სატელეფონო ქსელის, ვენტილაციის, გათბობა-გაგრილების, სახანძრო სიგნალიზაციის და საქვაბის მოწყობილობის სამონტაჟო სამუშაოები. პროექტი ითვალისწინებს ასევე, შენობის მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგებასა და საპარკინგე ადგილის მოწყობას.

მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე, სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონული სამსახური განთავსებულია სუხიშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთ მრავალსართულიანი კორპუსის პირველ სართულზეა, რაც თანამედროვე სტადარტების მიხედვით მიუღებელია. აღნიშნულ ფართი ორგანიზაციას 2014 წლიდან აქვს ნაქირავები.

„ახალ შენობაში განთავსების შემდეგ, კიდევ უფრო გაუმჯობესდება სასწრაფო სამედიცინო სამსახურის მომსახურეობის ხარისხი და სისწრაფე. ორგანიზაცია ემსახურება გორის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას, რომლის რაოდენობაც 125 ათას ადამიანს სცილდება.

სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით განხორციელდება“, - ნათქვამია აღნიშნულ ინფორმაციაში.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
KPIs-ის ინოვაციური სისტემა BDO-სგან: ფინანსური მართვის ახალი სტანდარტი
„კოლიერსის“ მონაწილეობა „სილქ დეველოპმენტის“ გამორჩეულ პროექტში - „ტელეგრაფი“