„ქართული ოცნების“ ზესტაფონის მერობის კანდიდატი სოფელ არგვეთაში ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ზესტაფონის მერობის კანდიდატი გიორგი გოგლიჩიძე სოფელ არგვეთაში ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა და მათ სამომავლო ხედვები გააცნო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ქართული ოცნებიდან“ აცნობეს.

გიორგი გოგლიჩიძემ შეხვედრის მონაწილეებს მადლობა გადაუხადა იმ შრომისა და თავდადებისთვის, რასაც თითოეული მათგანი ქვეყნის ეკონომიკისთვის აკეთებს.

„ვიმყოფებოდი „ჯი თი ემ გრუპის” საწარმოში, სადაც თანამშრომლებისგან მივიღე თანადგომისა და მხარდაჭერის მუხტი. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ქმნიან დოვლათს, არიან ეკონომიკის სტაბილური განვითარების გარანტი. მე მათ ვუთხარი, რომ მერობის კანდიდატის, გიორგი გოგლიჩიძის მხარდაჭერით, ისინი ხმას მისცემენ ქალაქის განვითარებას, ჯანსაღ ურთიერთობებსა და დაგროვებული პრობლემების მოგვარებას. 19 მაისს ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ”, – განაცხადა გიორგი გოგლიჩიძემ საწარმოს თანამშრომლებთან შეხვედრაზე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა