პრემიერი გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ მთავრობამ ევროკავშირისგან საიდუმლო დოკუმენტი მიიღო - არავითარი საიდუმლო დოკუმენტი არ არსებობს

ეს დოკუმენტი არის ღია. არავითარი საიდუმლო დოკუმენტი არ არსებობს. ეს არის საჯარო მსჯელობის საგანი, - ასე პასუხობს პრემიერი კითხვას, რომ გავრცელებული ინფორმაციით, მთავრობამ ევროკავშირისგან საიდუმლო დოკუმენტი მიიღო, სადაც სავარაუდოდ, საუბარია არჩევნების საკითხზე.

"მგონი არასწორი ინტერპრეტაციაა. ჩვენ გვაქვს მიღებული ეუთოს და ოდირის რეკომენდაციები არჩევნების შემდეგ, სადაც არის კონკრეტული რეკომენდაციები მოცემული და ჩვენი საპარლამენტო გუნდი აქტიურად მუშაობს ამ საკითხზე. ეს დოკუმენტი საჯაროა და რამდენიმე თვის წინ მივიღეთ. ეს ის საკითხები არ არის, რომელზეც ჩვენ საიდუმლოდ ვმსჯელობთ. ეს დოკუმენტი არის ღია. არავითარი საიდუმლო დოკუმენტი არ არსებობს. ეს არის საჯარო მსჯელობის საგანი", - განაცხადა პრემიერმა.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს