თინა ბოკუჩავას მტკიცებით, მმართველი პარტიის წარმომადგენლები ზუგდიდში მოქალაქეებს პირადობის მოწმობებს მოტყუებით ართმევენ

გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის საარჩევნო შტაბში აცხადებენ, რომ მმართველი პარტიის წარმომადგენლები მოქალაქეებს პირადობის მოწმობებს მოტყუებით ართმევენ, რათა მათ არჩევნებზე მისვლა ვერ შეძლონ. ამის შესახებ გაერთიანების ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ბოკუჩავამ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. მისივე თქმით, მმართველი პარტია არჩევნების შედეგების გაყალბებასაც შეეცდება.

"პირადობების მოწმობებს ჩამორთმევას აქვს მასიური ხასიათი. ხალხს ატყუებენ, რომ არიან ჩვენი წარმომადგენლები ან გარკვეულ თანხას სთავაზობენ, რაც არის კატეგორიულად მიუღებელი", - აღნიშნა ბოკუჩავამ. მან ასევე მოქალაქეებს მიმართა, რომ ფრთხილად იყვნენ, რათა მსგავს სქემებში არ მოხვდნენ.

გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის თინა ბოკუჩავას ბრალდებებს მმართველი პარტიის საარჩევნო შტაბში უპასუხეს. როგორც შტაბის ერთ-ერთმა წევრმა ლაშა გვასალიამ თქვა, ბოკუჩავა ან იტყუება, ან გუნდის წევრები მას მცდარ ინფორმაციას აწვდიან.

„ეს არის მორიგი ტყუილი, რაც თინათინ ბოკუჩავამ გაავრცელა, მას ან ტყუილს ეუბნებიან და ამას აჟღერებს ან მატყუარაა. მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია. დაასახელოს ერთი ადამიანი მაინც, ვისთანაც მივიდა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი. ისინი არიან აგონიაში, რადგან იციან ბოლო გამოკითხვის შედეგები და ცდილობენ თავიანთი მარცხი სხვა რამეს გადააბრალონ“, - აღნიშნა გვასალიამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს