ქეთევან ციხელაშვილი მალხაზ მაჩალიკაშვილის საქმეზე - ეს არის  უსაფრთხოების სამსახურისა და პროკურატურის საკითხი, აქ პოლიტიკური შეფასებების ადგილი არ არის

ეს არის უსაფრთხოების სამსახურისა და პროკურატურის საკითხი,- ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა მალხაზ მაჩალიკაშვილის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, პოლიტიკური შეფასებების ადგილი არ არის.

„ეს არის უსაფრთხოების სამსახურისა და პროკურატურის საკითხი და იმ შემთხვევაში, თუკი არსებობს კითხვები, მათ უნდა გასცენ ამაზე პასუხი. აქ პოლიტიკური შეფასებების ადგილი არ არის“, - განუცხადა ჟურნალისტებს მინისტრმა ზუგდიდში ვიზიტისას.

ქეთევან ციხელაშვილმა ზუგდიდში ახალი პროგრამა "აწარმოე უკეთესი მომავლისკენ" წარადგინა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილს ტერორისტული აქტის ორგანიზება და ამ გზით რამდენიმე პირის მკვლელობა ჰქონდა განზრახული.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო