ჭიათურის მერობის კანდიდატი გივი მოდებაძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ახალგაზრდებს შეხვდა

“ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ჭიათურის მერობის კანდიდატი გივი მოდებაძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ახალგაზრდებს შეხვდა. მერობის კანდიდატმა შეხვედრისას ახალგაზრდული პოლიტიკის მისეულ ხედვაზე ისაუბრა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ქართული ოცნებიდან“ აცნობეს.

,,ჩვენ შევიმუშავებთ თქვენთვის სტაჟირების პროგრამას, რაც საშუალებას მოგცემთ, უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად სტაჟირება გაიაროთ ჭიათურის მერიაში ან მუნიციპალურ ორგანიზაციებში. ამავდროულად, ჩემს გუნდთან ერთად ვიმუშავებ ახალგაზრდების დასაქმებაზე სხვადასხვა სფეროში. ვაპირებ, აქტიურად განვავითარო ჭიათურაში ტურიზმი. მოხარული ვიქნები, თუ ამ საქმეში თქვენი ჩართულობა იქნება. მსურს, ჭიათურა ტურიზმით იყოს ცნობილი", - განაცხადა მოდებაძემ შეხვედრისას.

მერობის კანდიდატმა ახალგაზრდების მიერ დასმულ კითხვებსაც უპასუხა.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ