რუსთავში სკვერების რეაბილიტაციის ფართომასშტაბიანი პროექტები მიმდინარეობს

რუსთავში სკვერების რეაბილიტაციის ფართომასშტაბიანი პროექტები მიმდინარეობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად ტარდება რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის პროფესიულ-დრამატული თეატრის წინ მდებარე ზვიად გამსახურდიას სახელობის სკვერსა და ფალიაშვილის ქუჩის მიმდებარედ - ე.წ. „ჩიკაგოს სკვერში“.

მათივე ინფორმაციით, სამუშაოების მიმდინარეობას რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებთან - გურამ კვარაცხელიასა და გიორგი ტუხაშვილთან ერთად გაეცნო.

რეაბილიტაციის ფარგლებში, ტერიტორიაზე მოეწყობა ბილიკები, სარწყავი სისტემა, დამონტაჟდება გარე განათების ქსელი, განთავსდება სკამები და დეკორატიული ურნები.

„ჩიკაგოს“ სკვერში დამსვენებლებისთვის ამფითეატრი, მინისპორტული მოედანი და საბავშვო კუთხეც ეწყობა. პროექტები რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებითა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. სამუშაოები ოქტომბრის თვეში დასრულდება.

მათივე ინფორმაციით, რუსთავის მერი კოსტავას გამზირზე, ფასადების სარეაბილიტაციო სამუშაოებიც დაათვალიერა. პროექტი კოსტავას გამზირის #23-დან #36-ის ჩათვლით, საცხოვრებელი კორპუსების ფასადების რეაბილიტაციას ითვალისწინებს. სამუშაოებისთვის 2 მლნ 388 364 ლარი რეგიონული განვითარების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან იხარჯება. სატენდერო ხელშეკრულების თანახმად, რეაბილიტაციის პროცესი ოქტომბერში უნდა დასრულდეს.

ირაკლი ტაბაღუა დონეცკელ მეტალურგთა ქუჩის პირველი გასასვლელის #3 საცხოვრებელ კორპუსთან, კომბინირებული სპორტული მოედნის მშენებლობის სამუშაოებსაც გაეცნო. პროექტის ფარგლებში, ხელოვნურსაფარიანი მოედანი, საბავშვო და სპორტულ-გამაჯანსაღებელი კუთხე ეწყობა. პროექტისთვის 116 000 ათასი ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან იხარჯება. სამუშაოები მიმდინარე თვის ბოლომდე დასრულდება.

2019 წელს, ქალაქის მასშტაბით, სხვადასხვა მისამართზე, ჯამში, 22 სპორტული მოედნის რეაბილიტაციაა დაგეგმილი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს