რუსთავში 2017-2018 სასწავლო წლის წარჩინებული კურსდამთავრებულების მედლებით დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

რუსთავში 2017-2018 სასწავლო წლის წარჩინებული კურსდამთავრებულების მედლებით დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, ოქროს და ვერცხლის მედლები, ახალგაზრდებს, რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანმა და ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე კახა კობერიძემ გადასცეს.

მათივე ინფორმაციით, ირაკლი ტაბაღუამ ახალგაზრდებს მიღწეული წარმატება მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ, ისინი რუსთავს მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებად დაუბრუნდებიან და მუშაობას საკუთარი ქალაქის საკეთილდღეოდ ადგილზე განაგრძობენ. მედლების გადაცემის ღონისძიებას, რუსთავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, თამარ ხეჩიკაშვილი, საჯარო და კერძო სკოლების დირექტორები, პედაგოგები და მოსწავლეები ესწრებოდნენ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გასულ სასწავლო წელს, რუსთავს 103 მედალოსანი ჰყავდა, აქედან 73-მა ბავშვმა სასკოლო განათლება ოქროს, ხოლო 28-ამ ვერცხლის მედლით დაასრულა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს