აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ბიუჯეტი 6,4 %-ით გაიზრდება

2020 წლისთვის, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ბიუჯეტი შესაძლოა 6,4%-ით გაიზარდოს. ბიუჯეტის პროექტის განხილვა ტურიზმის დეპარტამენტში დღეს გაიმართა.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, პროექტის მიხედვით, 2020 წელს, დეპარტამენტი აჭარაში სერვისისა და ტურისტული პროდუქტების განვითარებისთვის, რეგიონის პოპულარიზაციისა და ტურისტების მოზიდვის მიზნით ჯამში 9 486 900 ლარს დახარჯავს.

მათივე ცნობით, 2020 წელს, აჭარის 17 სამიზნე ქვეყანაში პოპულარიზაციისთვის რეკლამის ბიუჯეტი 8,5%-ით გაიზრდება, რაც ჯამში 6 490 400 ლარს შეადგენს. შემდეგი წლისთვის, სარეკლამო კამპანიების წარმოებისას ძირითადი აქცენტი სატელევიზიო და ონლაინ რეკლამის გაძლიერებაზე გაკეთდება.

„აჭარაში სერვისისა და ტურისტული პროდუქტების განვითარებისთვის 5,8%-ით მეტი, 1 886 800 ლარი დაიხარჯება. დეპარტამენტი გააგრძელებს პროექტებს „ტურიზმის განვითარების სკოლა“ და საუკეთესო სერვისის მქონე ტურისტული ობიექტების დაჯილდოება „მაგნოლია 2020“. აღნიშნული პროექტები აჭარაში ტურისტულ სექტორში დასაქმებული კადრების გადამზადებას, სერვისის გაუმჯობესებას, წახალისებასა და ზოგადად, ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს. აჭარაში ტურისტული პროდუქტების განვითარება-დივერსიფიკაციისთვის 14,8%-ით მეტი, 799 000 ლარი დაიხარჯება. მთიან აჭარაში გაგრძელდება ეკო და სოფლად არსებული ტურისტული მარშრუტების განვითარება, ასევე ინფოტურები გიდებისა და ტურისტული სააგენტოებისთვის. ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ისევ იგეგმება ზაფხულის ფესტივალები ბათუმსა და ქობულეთში, სოფლის ტურიზმისა და გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების ფესტივალები, ასევე სოფლის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია“, - აღნიშნულია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, 2020 წელს, ასევე იგეგმება კვლევებისა და სტატისტიკის წარმოება დარგის საჭიროებებისა და განვითარების პოტენციალის მიმართულებით, რაც უცხოელი ვიზიტორების კმაყოფილების დონის კვლევასა და შიდა ტურისტების საჭიროებების კვლევას ითვალისწინებს. აღნიშნული კვლევებისთვის ბიუჯეტიდან 110, 000 ლარის გამოყოფა იგეგმება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა