„ქართული ოცნების“ ჭიათურის მერობის კანდიდატი გივი მოდებაძე რგანისა და ხრეითის მოსახლეობას შეხვდა

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ჭიათურის მერობის კანდიდატი გივი მოდებაძე ამავე მუნიციპალიტეტის სოფლების - რგანისა და ხრეითის მოსახლეობას შეხვდა. „ქართული ოცნების“ ინფორმაციით, მასთან ერთად ადგილზე საქართველოს სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი და ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატი სულხან მახათაძე იმყოფებოდნენ.

სოლომონ პავლიაშვილმა ჭიათურის მერობის კანდიდატს, გივი მოდებაძეს მხარდაჭერა გამოუცხადა და ადგილობრივ მოსახლეობას მისი მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

„გვინდა მოსახლეობამ მაქსიმალურად ისარგებლოს იმ სიკეთეებით, რასაც სამინისტრო ახორციელებს. მე ჩამოვედი თქვენთან, რათა პირადად კიდევ ერთხელ გაგაცნოთ ის პროგრამები და პროექტები, რაც თქვენი და ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. ჩვენი მიზანია ჩაერთოთ სოფლის მეურნეობის მიერ გამოცხადებულ პროექტებში და მაქსიმალური სარგებელი მიიღოთ მისგან“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

შეხვედრების ბოლოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობის მიერ დასმულ კითხვებს უპასუხეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა