საქართველო პერსონალური მონაცემების დაცვის სფეროში უმაღლესი დონის საერთაშორისო ფორუმს მასპინძლობს

საქართველო პერსონალური მონაცემების დაცვის სფეროში უმაღლესი დონის საერთაშორისო ფორუმს მასპინძლობს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ღონისძიებას, რომელიც პერსონალური მონაცემების დაცვის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დონის ევროპული ფორუმია, საქართველო პირველად მასპინძლობს. განსახილველ საკითხებს შორის კი, გლობალური გამოწვევები პერსონალური მონაცემების დაცვის სფეროში, მონაცემთა დაცვის ახალი ევროპული სტანდარტი და ბავშვთა პირადი ინფორმაციის დაცვის მნიშვნელობაა.

საგაზაფხულო კონფერენცია საქართველოს პრემიერ- მინისტრმა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა გახსნეს. გამომსვლელებმა ხაზი გაუსვეს პერსონალური მონაცემების დაცვის მიმართულებით ბოლო წლებში საქართველოში გატარებულ რეფორმებს და პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის მნიშვნელობას ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის გზაზე.

პერსონალურ მონაცემათა დაცვის ინსპექტორის აპარატის განმარტებით, საგაზაფხულო კონფერენციაში საქართველოს 100-მდე მაღალი რანგის დელეგატი სტუმრობს. მათ შორის არიან ევროკომისიისა და ევროსაბჭოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოების და ევროპის მონაცემთა დაცვის უწყებების პირველი პირები. ქართული მხარის მოწვევით დამკვირვებლების სტატუსით დაესწრებიან სან-მარინოსა და უკრაინის საზედამხედველო ორგანოების წარმომადგენლები.

ამასთან, კონფერენციის მასპინძლები და სტუმრები მსჯელობენ ისეთ გამოწვევებზე როგორიცაა ევროკავშირის მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაციის (GDPR) დანერგვა, ბავშვთა პირადი ცხოვრების დაცვა, საერთაშორისო ორგანიზაციების როლი მონაცემთა დაცვაში. კონფერენციის ფარგლებში ზემოაღნიშნულთან ერთად, განიხილება თურქეთის კონფერენციის წევრად აკრედიტაციის საკითხიც.

ცნობისთვის, საგაზაფხულო კონფერენცია 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება და 10 მაისს დასრულდება.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს