ფოთში ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღნიშნეს

ფოთში ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღნიშნეს. ქალაქის საკათედრო ტაძარში მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადეს. ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა დიდების მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

„დღეს 74-ედ აღინიშნება ფაშიზმზე გამარჯვების დღე. 9 მაისი ყველა იმ ადამიანის გამარჯვების დღეა, ვინც ფაშიზმის წინააღმდეგ იბრძოლა. ეს იმ გმირების დღეა, რომლებმაც თავი დადეს ამ ბრძოლაში და მათი, ვინც გამარჯვებული დაბრუნდა სამშობლოში. განსაკუთრებული მოწიწებით ვულოცავ ამ დღეს მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს, ჩვენს სახელოვან ვეტერანებს და ქედს ვიხრი მათ წინაშე. ჩვენი ვალია, განსაკუთრებით ვიზრუნოთ მათზე, ყველა პირობა შევუქმნათ ღირსეული და დაფასებული ცხოვრებისთვის“, - განაცხადა ფოთის მერის მოადგილე პაატა ლაგვილავამ.

მეორე მსოფლიო ომის 30 ვეტერანს ფოთის მერიისგან ერთჯერადი ფულადი დახმარება გადაეცა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა