რუსთავში ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღნიშნეს

რუსთავში, ფაშიზმზე გამარჯვების 74-ე წლისთავი აღნიშნეს. მეორე მსოფლიო ომის დასრულებისა და ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, რუსთაველი ვეტერანები ტრადიციულად, დიდების ხეივანში, გმირთა მემორიალთან შეიკრიბნენ. ვეტერანებთან ერთად, მემორიალთან ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი და დეპუტატებიც იმყოფებოდნენ.

სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი, გვირგვინებით შეამკეს და ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცეს.

ღონისძიებას ომის ვეტერანები, მათთან გათანაბრებული პირები, ვეტერანთა ოჯახებისა და ჩოხოსანთა საზოგადოების წევრებიც დაესწრნენ.

გმირთა მემორიალთან რუსთავის ეპარქიის მიტროპოლიტმა მეუფე იაონემ (გამრეკელი) მეორე მსოფლიო ომში გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღავლინა.

ღონიძიების დასრულების შემდეგ, რუსთავის მერიამ ვეტერანები სადღესასწაულო სადილზე მიიწვია. ქალაქის თვითმმართველობისგან მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს საჩუქრად 150 ლარის ოდენობის თანხა გადაეცათ.

რუსთავის მერმა და ქვემო ქართლის გუბერნატორმა, დღესვე, ფაშიზმზე გამარჯვების დღე, 97 წლის გიორგი კობეშავიძეს პირადად მიულოცეს. ირაკლი ტაბაღუა და შოთა რეხვიაშვილი, მას სახლში ესტუმრნენ და საჩუქარი გადასცეს.

დღეისათვის რუსთავში, მეორე მსოფლიო ომის 8 ვეტერანი და მათთან გათანაბრებული 36 პირი ცხოვრობს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა