ვლადიმერ პუტინი მოწოდებით გამოვიდა, “თანაბარი და ეფექტური უსაფრთხოების სისტემა შეიქმნას”

რუსეთის პრეზიდენტი მოწოდებით გამოვიდა, თანაბარი და ეფექტური უსაფრთხოების სისტემა შეიქმნას. ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა 9 მაისისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, მეორე მსოფლიო ომის გაკვეთილები კვლავინდებურად აქტუალურია და რუსეთი ყველაფერს გააკეთებს თავდაცვითი პოტენციალის უზრუნველსაყოფად.

„ჩვენ ვაკეთებდით და კვლავაც ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი შეიარაღებული ძალების მაღალი ბრძოლისუნარიანობის, ყველაზე თანამედროვე დონის თავდაცვითი პოტენციალის უზრუნველსაყოფად“, - განაცხადა კრემლის ლიდერმა.

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს