გიორგი შენგელიამ ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ზუგდიდის მერობის კანდიდატმა გიორგი შენგელიამ, სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები მოინახულა და ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა.

„74 წლის წინ, მსოფლიომ ბოროტების სახით ფაშიზმი დაამარცხა. გილოცავთ ამ დღეს! ჩვენ მუნიციპალიტეტში 4 ადგილობრივი და 4 დევნილი ვეტერანი გვყავს. მათი ღვაწლი დიდია და განსაკუთრებული დაფასება სჭირდებათ. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჩვენმა ვეტერანებმა და მათმა ოჯახებმა სითბო და ზრუნვა იგრძნონ. მოვინახულეთ ჩვენი ვეტერანები, მათ ჩვენთან ერთად გაიხსენეს ომის რთული დღეები და გამარჯვების სიხარული. ბაბუაც ომის მონაწილე იყო, ხშირად მიყვებოდა იქაურ ისტორიებს“,- განაცხადა გიორგი შენგელიამ.

აღნიშნული კომენტარს „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა