დავით ბაქრაძე - დღეს კიდევ ერთხელ უნდა დავფიქრდეთ, რას ვაკეთებთ ვეტერანების და ჩვენი უფროსი თაობის ნორმალური ცხოვრებისთვის

დღეს კიდევ ერთხელ უნდა დავფიქრდეთ, რას ვაკეთებთ ვეტერანების და ჩვენი უფროსი თაობის ნორმალური ცხოვრებისთვის, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ ვაკის პარკში განაცხადა, სადაც უცნობი ჯარისკაცის საფლავი ყვავილებით შეამკო.

დავით ბაქრაძის თქმით, საზოგადოება ფასდება იმით, თუ როგორ ზრუნავს თავის ასაკოვან თაობაზე, ამიტომ სახელმწიფომ უნდა გაიაზროს, რა უნდა გააკეთოს მათ დასახმარებლად.

„დღეს არის დღე, როდესაც კიდევ ერთხელ, ჩვენი უღრმესი პატივისცემა უნდა გამოვხატოთ ვეტერანების, იმ ადამიანების მიმართ, ვინც გადაიარა უმძიმესი ომი და დაამარცხა მსოფლიოს მთავარი ბოროტება. ქედს ვიხრი თითოეული მათგანის წინაშე.

ასევე დღეს არის ჩვენი ვალდებულებების გააზრების დღე. სახელმწიფო და საზოგადოება ფასდება იმით, თუ როგორ ზრუნავს თავის ასაკოვან, უფროს თაობაზე. დღეს არამარტო უნდა მივულოცოთ, არამედ უნდა გავიაზროთ, რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ, რომ დავეხმაროთ უფროს თაობას და მოვუგვაროთ ისეთი პრობლემები, როგორიც არის: არასაკმარისი პენსია, გაძვირებული მედიკამენტები და სხვა სირთულეები. დღეს კიდევ ერთხელ უნდა დავფიქრდეთ, რას ვაკეთებთ ვეტერანების და ჩვენი უფროსი თაობის ნორმალური ცხოვრებისთვის“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 74 წელი შესრულდა.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ