აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ესტონეთის უმსხვილეს საზღვაო კომპანია „ტალინკის“ წარმომადგენლებს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ესტონეთის უმსხვილეს საზღვაო კომპანია „ტალინკის“ წარმომადგენლებს შეხვდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის მთავრობის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, კომპანია საკრუიზო ტურიზმის მიმართულებით სამოქმედო არეალის გაფართოებას გეგმავს ბათუმსა და შავი ზღვის სხვა ნავსადგურებში. შეხვედრაზე თორნიკე რიჟვაძემ ესტონურ მხარეს გააცნო საკრუიზო ტურიზმის განვითარების პერსპექტივები რეგიონში და აღნიშნა, რომ აჭარა აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა საერთაშორისო საკრუიზო გამოფენასა და სემინარში.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს თანამშრომლობის განვითარების კონკრეტულ გეგმებზე, ქვეყანაში ტურიზმის სფეროსა და ტურისტების მზარდ დინამიკაზე.

„AS Tallink Grupp არის ესტონეთის ყველაზე დიდი საკრუიზო და სატვირთო გემების კომპანია ბალტიის ზღვის რეგიონში, რომლის მუშაობის ძირითადი მიმართულება მაღალი ხარისხის სატრანსპორტო სერვისებია. კომპანიის 14 თანამედროვე გემისაგან შემდგარი ფლოტი მომხმარებლისთვის ხარისხიანი მომსახურების შეთავაზების შესაძლებლობას იძლევა. AS Tallink Grupp-სა და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას უკვე აკავშირებს მრავალწლიანი და მრავალმხრივი თანამშრომლობა სტუდენტთა პრაქტიკის გაუმჯობესების უზრუნველსაყოფად“, - ნათქვამია აჭარის მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეხვედრას აჭარის მთავრობის წარმომადგენლები, საზღვაო-სატრანსპორტო სააგენტოს დირექტორი, საზღვაო აკადემიის რექტორი, კომპანია „ტალინკის“ აღმასრულებელი დირექტორი პაავო ნოგენე და დირექტორთა საბჭოს წევრი კადრი ლანდი ესწრებოდნენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა