გიორგი გოგლიჩიძემ ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ზესტაფონის მერობის კანდიდატმა გიორგი გოგლიჩიძემ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა.

კანდიდატმა ღონისძიების მონაწილეებთან ერთად ყვავილებით შეამკო ომის გმირების -ალექსანდრე ბიბილაშვილისა და სერგო კეთილაძის მემორიალები. გიორგი გოგლიჩიძემ ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი შორაპანსა და სანახშირეშიც მიაგო.

"9 მაისი არის ბოროტებასა და ფაშიზმზე გამარჯვების დღე. დღეს ამ გამარჯვებიდან შესრულდა 74 წელი, რომელსაც ვულოცავ ვეტერანებს. ამ ადამიანების თავგანწირვა არის დასაფასებელი. საწყენია, რომ მათგან მხოლოდ თორმეტია დარჩენილი. მე მათ ჯანმრთელობასა და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებ'',- განაცხადა გიორგი გოგლიჩიძემ.

ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა