დედოფლისწყაროში ფაშიზმზე გამარჯვების 74-ე წლისთავი აღინიშნა

დედოფლისწყაროში მეორე მსოფლიო ომში გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს და შინმოუსვლელთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, ფაშიზმზე გამარჯვების 74-ე წლისთავი საზოგადოებას ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსმა მეუფე დიმიტრი კაპანაძემ, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ ნუგზარ პაპიაშვილმა, დედოფლისწყაროს სასაზღვრო სამმართველოს ხელმძღვანელმა მალხაზ ლომსიანიძემ და საკრებულოს წევრმა მიხეილ ბახუტაშვილმა მიულოცეს.

„ფაშიზმზე გამარჯვებას დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში წელს მეორე მსოფლიო ომის ოთხი ვეტერანი აღნიშნავს: იოსებ ნატროშვილი, ნიკო შანშიაშვილი, რევაზ ჯანიაშვილი და ზურაბ სულაშვილი. თითოეული მათგანი ცენტრალური ბიუჯეტიდან 600 ლარს, ხოლო დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 250 ლარს და სიმბოლურ საჩუქარს მიიღებს. შინმოუსვლელთა მემორიალთან გამართულ ღონისძიებას 94 წლის ზურაბ სულაშვილი დაესწრო“, -ნათქვამია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფაშიზმზე გამარჯვება დღეს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებშიც აღინიშნა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო