გორში ფაშიზმზე გამარჯვების 74-ე წლისთავი აღნიშნეს

ხელისუფლების წარმომადგენლები, მეორე მსოფლიო იომის ვეტერანები და მათი ოჯახის წევრები ტრადიციულად დიდების მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბნენ.

გორის მერიის ინფორმაციით, ხელისუფლების წარმომადგენლებმა დიდების მუზეუმის მიმდებარედ არსებული მემორიალი გვირგვინებით შეამკეს. მათ ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცეს ვეტერანებს და თითოეულ მათგანს ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე უსურვეს.

მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებითვის გორის მერიიის სოციალური პროგრამა წლის განმავლობაში ფულად დახმარებას 600 ლარის ოდენობით ითვალისწინებს. ისინი აღნიშნული თანხის ნახევარს წლის ნებისმიერ დროს, ხოლო მეორე ნახევარს კი 9 მაისთან დაკავშირებით ადგილობრივი ბიუჯეტიდან იღებენ.

„მეორე მსოფლიო ომი ისტორიაში შევიდა როგორც ყველაზე მასშტაბური და სისხლისმღვრელი კონფლიქტი. ომს, რომელიც 1939 წლიდან 1945 წლამდე მიმდინარეობდა, 300 ათასი ქართველის სიცოცხლე შეეწირა. ბრძოლები 40 სახელმწიფოს ტერიტორიაზე მიმდინარეობდა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა