კავკასიის საერთაშორისო  უნივერსიტეტში საგანმანათლებლო კონკურსის - „ქართული ღვინის გზა“ ფინალური ეტაპი გაიმართა

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის - „ქართული ღვინო და ვაზი - ტრადიციები და სამეცნიერო გამოწვევები“ ფარგლებში, კსუ-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურისა და მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის ორგანიზებით, საქართველოს სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებისთვის საგანმანათლებლო კონკურსი - „ქართული ღვინის გზა“ გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტიდან აცნობეს, კონკურსანტებმა თავიანთ ნაშრომებში წარმოადგინეს ინფორმაცია, საქართველოს კუთხეების მიხედვით, ვაზის ჯიშებისა და ღვინის სახეობების, ასევე მათი დამზადების ტექნოლოგიების შესახებ უძველესი დროიდან დღემდე.

პროექტი 3 ეტაპისგან შედგებოდა, ფინალურ ეტაპზე კი 26 საუკეთესო ნაშრომი გადავიდა, რომლებსაც სხვადასხვა ხარისხის დიპლომები 3 კატეგორიის მიხედვით გადაეცათ. კონკურსის გამარჯვებულები გახდნენ - ალბერტ და გიორგი ლალუაშვილები, ლაშა ქურდაძე (ხაშური, მე-8 საჯარო სკოლა); ილია ბოლქვაძე (ბათუმი, გიმნაზია „XXI საუკუნე“); ლუბა რამიშვილი (ჩოხატაური, სოფ. შუასურების საჯარო სკოლა).

კსუ-ს ინფორმაციითვე, გამარჯვებულთა დაჯილდოებამდე, კონკურსანტები სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ჯიღაურას საკვლევ-სადემონსტრაციო ბაზას ესტუმრნენ. ჯიღაურას საკოლექციო ნარგაობაში დაცულია 350 უცხოური და 437 ქართული ჯიში, მათ შორის ქართული ჯიშების უნიკალური და იშვიათი ჯიშების კოლექცია, რომლის მოძიება და აღდგენა ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს