ნათია თურნავა ეკონომიკის დარგის ექსპერტებს საკუთარ ხედვებს, გეგმებსა და პრიორიტეტულ მიმართულებებს აცნობს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ეკონომიკის დარგის ექსპერტებსა და სპეციალისტებს საკუთარ ხედვებს, გეგმებსა და პრიორიტეტულ მიმართულებებს აცნობს.

როგორც ნათია თურნავამ შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, სამინისტრო შექმნის სიცოცხლისუნარიან და შედეგზე ორიენტირებულ პლატფორმას მეცნიერ-ეკონომისტებთან და სხვადასხვა კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებთან თანამშრომლობისთვის.

“შეხვედრის მიზანია მაქსიმალურად გამოვიყენოთ თითოეული აქ დამსწრე ადამიანის ინტელექტუალური რესურსი და გამოცდილება ეკონომიკური პოლიტიკის ეფექტიანობის ასამაღლებლად, ასევე ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებისა და პერსპექტივების ანალიზისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. მიმაჩნია, რომ ქართველი ეკონომისტების აქტიური ჩართულობა ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავებაში ამ პოლიტიკის სრულყოფის გარანტიაა“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მინისტრის თქმით, ეკონომიკური ზრდის ყველა არსებული რესურსის გააქტიურება სიღარიბის დაძლევისა და ინკლუზიური ზრდის მისაღწევად, მისი სტრატეგიული ამოცანაა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მინისტრმა და მისმა მოადგილეებმა დეტალურად ისაუბრეს სამინისტროს მიერ გატარებულ ეკონომიკურ პოლიტიკაზე, ქვეყნის ეკონომიკურ მაჩვენებლებსა და ტენდენციებსა და მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე, რომლის მიზანსაც ბიზნეს გარემოს გაუმჯობესება, ინვესტიციების მოზიდვა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა წარმოადგენს. ასევე ყურადღება გამახვილდა გამოწვევებზე, რომლებიც საშინაო და საგარეო ფაქტორებიდან მომდინარეობს.

სამინისტროს მხრიდან გაკეთებული პრეზენტაციების შემდეგ, შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში მიმდინარეობს.

შეხვედრა მეცნიერ-ეკონომისტებთან და ეკონომიკის ექსპერტებთან უშუალოდ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას ინიციატივით იმართება. მას ასევე ესწრებიან მინისტრის მოადგილეები - ეკატერინე მიქაბაძე და გენადი არველაძე.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია