ბორჯომში ფაშიზმზე გამარჯვების 74-ე წლისთავი აღნიშნეს

ბორჯომში ფაშიზმზე გამარჯვების 74-ე წლისთავი აღნიშნეს. შინ მოუსვლელთა სახელობის სკვერში მერმა ლევან ლიპარტიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი გოგიჩაიშვილმა, მოადგილეებთან და სამცხე-ჯავახეთის მხარეში თვითმმართველობებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელთან ეკატერინე ორჯონიკიძესთან ერთად მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს 9 მაისის დღესასწაული პირადად მიულოცეს და მუნიციპალიტეტისა და სასტუმრო "ბორჯომი-ლიკანის" სახელით საჩუქრები გადასცეს, სკვერში არსებული მემორიალი კი ყვავილებით შეამკეს.

ადგილზე ანსამბლების "ნენანასა" და "მზეშინას", ასევე სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით, თემატური ღონისძიება მოეწყო.

მოგვიანებით საზეიმო სვლა "ძმათა სასაფლაოზე" მოეწყო, სადაც მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა და მოქალაქეებმა დიდ სამამულო ომში დაღუპულთა მემორიალი და გმირთა საფლავები გვირგვინითა და ყვავილებით შეამკეს. სამღვდელო პირებმა დაღუპულებისათვის პანაშვიდი გადაიხადეს.

დღესვე ხელმძღვანელი პირები მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს სახლში ესტუმრნენ, ფაშიზმზე გამარჯვების დღე პირადად მიულოცეს და მათ მხნეობა და დიდხანს სიცოცხლე უსურვეს.

ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, ბორჯომში მცხოვრებ დიდი სამამულო ომის ვეტერანებს ბორჯომის მუნიციპალიტეტისაგან საჩუქრად 300 ლარი, ხოლო მათთან გათანაბრებულ პირებს 100 ლარი ჩაერიცხათ. ომის ვეტერანებმა სახელმწიფოსგან 600 ლარიც მიიღეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა