ჭიათურა-საჩხერის გზაზე, სადაც მეწყერი ჩამოწვა, გაწმენდით სამუშაოებს დაბალი ხილვადობა აფერხებს

ჭიათურა-საჩხერის დამაკავშირებელ გზაზე, სადაც მეწყერი ჩამოწვა, ამ დრომდე გადაადგლება აკრძალულია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ამ დრომდე ადგილზე მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები, თუმცა სამუშაოებს დაბალი ხილვადობა აფერხებს.

უწყების პრესსამსახურის განცხადებითვე, ტერიტორიაზე მიღებულია უსაფრთხოების მაღალი ნორმები და მიმდინარეობს მუდმივი მონიტორინგი. მათივე ინფორმაციით, ტერიტორიაზე ხვალ დილით იგეგმება შესაბამისი ტექნიკის შეყვანა და ტერიტორიის გასუფთავება, რის შემდეგაც შესაძლებელი გახდება გზაზე გადაადგილება.

შეგახსენებთ, რომ ჭიათურა-საჩხერის გზაზე, მთებს შორის, მდინარის ნაპირზე მეწყერი ჩამოწვა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მეწყერმა ჩაკეტა ადგილზე არსებული მცირე ზომის მდინარე, რამაც წყლის დაგუბება წარმოშვა. როგორც უწყებაში განმარტავენ, მოსახლეობის ევაკუაციის აუცილებლობა არ დგას, ვინაიდან ადგილი, სადაც მეწყერი ჩამოწვა, დასახლებული პუნქტისგან დაახლოებით 2 კილომეტრშია.

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო