ანრი ოხანაშვილი მაჩალიკაშვილის საქმეზე - სავარაუდოდ, იგეგმებოდა უმძიმესი დანაშაულის ჩადენა - სუს-მა აღნიშნულის პრევენცია მოახდინა, ეს არის მნიშვნელოვანი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, სავარაუდოდ, იგეგმებოდა უმძიმესი დანაშაულის ჩადენა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა აღნიშნულის პრევენცია მოახდინა. ამის შესახებ ოხანაშვილმა მალხაზ მაჩალიკაშვილთან დაკავშირებით სუს-ის მიერ გამოქვეყნებულ ჩანაწერზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ოხანაშვილმა აღნიშნა, კონკრეტული უწყების პრეროგატივაა, რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით წარმართავს ამ პროცესს.

„ჩვენ რაც მოვისმინეთ და ვნახეთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბრიფინგის შედეგად, რომ იგეგმებოდა სავარაუდოდ, უმძიმესი დანაშაულის ჩადენა. ჩვენმა სახელმწიფომ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მოახდინა აღნიშნულის პრევენცია. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. რაც შეეხება კონკრეტულ მტკიცებულებებს, ეს არის კონკრეტული უწყების პრეროგატივა. დაველოდოთ კონკრეტულ ქმედებებს, ვინაიდან ჩემი ინფორმაციით, გრძელდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება და ეს უკვე კონკრეტული უწყების პრეროგატივაა, რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით როგორ და რანაირად წარმართავს შემდგომ ამ პროცესს", - განაცხადა ოხანაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს