უხვი ნალექის გამო, თელავში მდინარე სტორი კალაპოტიდან გადმოვიდა და სოფელ ლეჩურთან ახლოს მიედინება

ადიდებულმა მდინარე სტორმა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელი ლეჩური დააზიანა. ადგილობრივების ინფორმაციით, ღამით მოსულა ნალექმა მდინარის კალაპოტი გაარღვია და წყალი სოფელთან ახლოს მიედინება.

ასევე ჩახერგილი და განადგურებულია თუშეთისკენ მიმავალი საავტომობილო გზის მონაკვეთები. დაგლეჯილია ელექტროგადამცემი ხაზები. დატბორილია სოფელ ლეჩურში მშენებარე სასტუმრო.

"100 წელიწადში ერთხელ დიდდება ეს მდინარე და სწორედ ახლა მოუწია. კალაპოტი საერთოდ აღარ არსებობს. წყალი რადენიმე მიმართულებით მიედინება. ჩახერგა თუშეთისკენ მიმავალი გზაც. დაგლეჯილია ელექტრობოძები," - აცხადებენ ადგილობრივები.

სტიქიამ ასევე პრობლემები შექმნა პანკისის ხეობის სოფლებშიც.

იხილეთ ვიდეო: კადრები თელავიდან, სადაც უხვი ნალექის გამო მდინარე სტორი ადიდდა და სოფელ ლეჩურთან ახლოს მიედინება

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა