გელა სამხარაული - თელავში, სოფელ ლეჩურში მდინარე სტორთან ერთად, კიდევ ერთი მდინარეა ადიდებული, რომელიც ასევე საფრთხეს წარმოადგენს

ახმეტისა და თელავის მაჟორიტარი დეპუტატის ინფორმაციით, თელავის სოფლებში მდინარეების ადიდების შედეგად, დატბორილია სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები და სავარგულები. როგორც მან „ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ის ამ წუთებში სოფელ ლეჩურში მიემგზავრება, რათა იქ არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნოს. მისი თქმით, საწყის ეტაპზე ტექნიკის საშუალებით მოხდება მდინარის შეკავება, შემდეგ კი ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად, მდინარის კალაპოტში ნაპირსამაგრი სამუშაოები დაიწყება.

„ახლა გზაში ვარ. სწორედ მაგ სოფლებში მივდივარ, რომ ადგილზე გავეცნო სიტუაციას. ამ წუთას იქ იმყოფება მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა და შესაბამისი უწყებები. მდინარე სტორთან ერთად, ადიდებულია კიდევ ერთი მდინარე, რომელიც ასევე საფრთხეს წარმოადგენს. ამ ეტაპზე დატბორილია სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთები და სხვადასხვა სავარგულები. შემდგომი ეტაპისთვის ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად, აუცილებლად დაიგეგმება და განხორციელდება მდინარეების კალაპოტში ნაპირსამაგრი სამუშაოები.

ზარალთან დაკავშირებით ჯერ ადრეა საუბარი იმიტომ, რომ პროცესი ამ წუთასაც მიმდინარეობს და კიდევ რას დააზიანებს, არ ვიცით. ამ ეტაპისთვის შევეცდებით, რომ ტექნიკის დახმარებით მაქსიმალურად ჩარჩოში მოვაქციოთ მდინარე, რათა დამატებითი დაზიანებები თავიდან ავიცილოთ, მაგრამ შემდგომში უფრო მასშტაბური ღონისძიებები იქნება გასატარებელი", - განაცხადა გელა სამხარაულმა.

რაც შეეხება მოსახლეობისთვის ზარალის ანაზღაურებას, დეპუტატმა ხაზი გუსვა, რომ მოსახლეობა დაზღვევის პროგრამის გამოყენებას უნდა შეეჩვიოს.

„როდესაც სოფლის მეურნეობას ეხება საკითხი, ჩვენ ავამოქმედეთ დაზღვევის პროგრამა და ყველა უნდა მივეჩვიოთ, რომ აქტიურად გამოვიყენოთ ეს პროგრამები. მით უმეტეს, როდესაც სახელწმიფო არის თანადამფინანსებელი და საკმაოდ სოლიდურ თანხებს იხდის,"- განაცხადა გელა სამხარაულმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო