ნეკრესის ხეობაში, მთის ფერდობიდან მიწის ჩამოშლის შედეგად ჩაკეტილი მდინარის კალაპოტი გაიხსნა

მდინარე ნეკრესის ხეობაში, მთის ფერდობიდან მიწის ჩამოშლის შედეგად ჩაკეტილი მდინარის კალაპოტი გაიხსნა. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს. მათივე ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები, გეოლოგებთან ერთად, დამეწყრილი ტერიტორიის შესწავლას და პრევენციულ სამუშაოებს მთელი ღამის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში ახორციელებდნენ. შემთხვევის ადგილზე, უსაფრთხოების ყველა ზომა დაცული იყო.

იმერეთის მეხანძრე-მაშველთა ჯგუფებთან ერთად, პროცესებში ჩართული იყო განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ჯგუფიც, რომელიც შეტყობინების მიღებისთანავე, ნეკრესის ხეობაში თბილისიდან დაუყოვნებლივ გაემგზავრა.

დაგუბებული წყლის კალაპოტში დაბრუნება მძიმე ტექნიკისა და მეხანძრე-მაშველთა ცოცხალი ძალის მეშვეობით უსაფრთხოდ განხორციელდა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო