სოფიო ქაცარავა - ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ შეჩერების მექანიზმის აუცილებლობა დღის წესრიგში არ დადგეს

ვფიქრობ, ძალიან რეალისტურად შეაფასა საფრანგეთის შს მინისტრმა ის ვითარება, რაც თავშესაფრის მაძიებლებთან დაკავშირებით დღეს გვაქვს, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო ქაცარავამ განაცხადა.

მისი თქმით, უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით ქვეყანაში რეალური გამოწვევები არსებობს.

„იმ შეფასებებიდან რაც მოვისმინეთ, ამ ეტაპზე შეჩერების მექანიზმის საშიშროება არ დგას, მაგრამ რეალური გამოწვევები არსებობს. ამისთვის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ დღის წესრიგში არ დადგეს შეჩერების მექანიზმის აუცილებლობა და ძალიან მნიშვნელოვანი ორმხრივი ვიზიტის ერთ-ერთი მიზანიც ეს არის, რომ ყველაფერი გაკეთდეს იმისთვის, რომ ეს სიკეთე შენარჩუნდეს", - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

კითხვაზე, უვიზო მიმოსვლით საკითხთან დაკავშირებით, ხომ არ დაზარალდებიან ის მოქალაქეები, რომლებსაც დარღვევები არ აქვთ, სოფიო ქაცარავამ განაცხადა, რომ ამ მხრივ ბალანსი აუცილებლად დასაცავია.

„ბალანსი აუცილებლად დასაცავია და უნდა დავიცვათ ეს ბალანსი, მათ შორის საკანონმდებლო ინიციატივებითა და სხვა ღონისძიებებით, რაც დაგეგმილია ამ მიმართულებით. ეს ის სიკეთეა, რასაც ძალიან დიდი ხანი ველოდებოდით თითოეული ჩვენი მოქალაქე, მათ შორის ისინიც, ვინც უვიზოდ მიმოსვლას კეთილსინდისიერად იყენებენ. ბალანსი დაცული უნდა იყოს და ამისთვის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს", - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ტრამპი მთლიანად დონეცკის ოლქზე რუსეთის კონტროლის დამყარებას არ დათანხმდება
ქართული პრესის მიმოხილვა 18.08.2025
ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება