პანკისის ხეობაში შეკრებილები - საკითხის პოლიტიზირება არ გვინდოდა, ამიტომ არ ვიდექით პარლამენტის წინ, თუმცა არავინ იფიქროს, რომ მაჩალიკაშვილისადმი ჩვენი მხარდაჭერა შესუსტდა

პანკისის ხეობაში შეკრებილები - საკითხის პოლიტიზირება არ გვინდოდა, ამიტომ არ ვიდექით პარლამენტის წინ, თუმცა  არავინ იფიქროს, რომ მაჩალიკაშვილისადმი ჩვენი მხარდაჭერა შესუსტდა

სახელმწიფო უსაფრთხობის სამსახურში მალხაზ მაჩალიკაშვილის გამოკითხვის პარალელურად, პანკისის ხეობაში აქცია გამართეს. ადგილობრივები ძველ მეჩეთთან შეიკრიბნენ და განმარტეს, რომ ისინი სპეცოპერაციის დღიდან მალხაზ მაჩალიკაშვილს მხარს უჭერენ.

"თემირლანის საქმესთან დაკავშირებით საკითხის პოლიტიზირება არ გვინდოდა და ამიტომ არ ვიდექით პარლამენტის წინ ვახა მაჩალიკაშვილთან ერთად. თუმცა არავინ იფიქროს, რომ ჩვენი მხარდაჭერა მისდამი შესუსტდა, პირიქით, ძლიერია და ახლა სუს-ის განცხადების და აუდიო ჩანაწერების შემდეგ უფრო გაძლიერდა. სწორედ ამიტომ შევიკრიბეთ. ჩვენ ვფიქრობ, რომ ვახა არის დაჩაგრულის პოზიციაში. ჩვენ ვხედავთ საქართველოს მოსახლეობის თანადგომას, რის გამოც მადლობას ვუხდით მათ. ჩვენ მხარდაჭერას ვუცხადებთ მალხაზ მაჩალიკაშვილს", - აცხადებენ პანკისის ხეობაში შეკრებილები.

ამ წუთებში მალხაზ მაჩალიკაშვილის გამოკითხვა სუს-ში მიმდინარეობს.

იხილეთ ვიდეო