გზების დეპარტამენტი გუფთა-ონის გზის 10 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაციას ახორციელებს

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, გუფთა-ონის გზის 10 კმ-იანი მონაკვეთის (კმ54 -კმ63) რეაბილიტაციას ახორციელებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, გუფთა-ონის გზა ონის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და სტრატეგიული მნიშვნელობისაა, რადგანაც ის წარმოადგენს კონფლიქტურ რეგიონთან დამაკავშირებელ გზას. აღნიშნული გზა, ასევე ერთადერთი გზაა მიმდებარე სოფლების მოსახლეობისთვის ონის მუნიციპალიტეტთან დასაკავშირებლად.

მათივე ინფორმაციით, არსებული გზა ძლიერ დაზიანებული იყო და ავტოტრანსპორტი შეფერხებით გადაადგილდებოდა. გზის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია: ახალი ასფალტ-ბეტონის საფარის, ტროტუარების, წყალგამტარი მილების, საყრდენი კედლების და ავტოპავილიონების მოწყობა. ასევე უსაფართხოების გაუმჯობესების ღონისძიებები, კერძოდ: საგზაო ნიშნების, დამცავი ზღუდარების მოწყობა და გზის სავალი ნაწილის მონიშვნა.

„ამ დროისთვის, მიწის და ხელოვნური ნაგებობების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს მიმდინარეობს.

პროექტი, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების რეაბილიტაციის III პროექტის (SLRP III) ფარგლებში ხორციელდება. სამუშაოების სახელშეკრულებო ღირებულება 6 488 890 ლარია.

სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის მარტში დაიწყო და 2020 წლის მარტში დასრულდება“, - ნათქვამია აღნიშნულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა