ცოტნე ანანიძემ სოფელ ლეღვას საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვას პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა.

აჭარის უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, საკანონმდებლო ორგანოში გამართულ შეხვედრაზე დეპუტატმა მოსწავლეებს ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ საერთაშორისო და ჩვენს ქვეყანაში მოქმედ კანონმდებლობაზე მიაწოდა ინფორმაცია, ისაუბრა იმ ისტორიულ მოვლენებსა და პროცესებზე, რომლებიც წინ უძღოდა ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით დღეს არსებული საკანონმდებლო აქტების შექმნასა და მათ რეალიზებას.

მათივე ცნობით, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა.

„მოსწავლეებმა ასევე დაათვალიერეს უმაღლესი საბჭოს შენობა, გაეცნენ მის სტრუქტურასა და მუშაობის ძირითად პრინციპებს.

დასასრულს მოსწავლეებმა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან დავით გაბაიძესთან, ცოტნე ანანიძესთან და საკანონმდებლო ორგანოს აპარატის წარმომადგენლებთან სამახსოვრო სურათი გადაიღეს“, - აღნიშნულია აჭარის უმაღლესი საბჭოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს