სენაკის საავადმყოფოდან ინტოქსიკაციის ნიშნებით შეყვანილი 26 მოსწავლიდან 25 უკვე გაწერეს

სენაკის საავადმყოფოდან ინტოქსიკაციის ნიშნებით შეყვანილი 26 მოსწავლიდან 25 უკვე გაწერეს

სენაკის ბავშვთა საავადმყოფოდან, ინტოქსიკაციის ნიშნებით შეყვანილი 26 მოსწავლიდან 25 უკვე გაეწერა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ტოქსიკოლოგმა ქეთევან წყაროზიამ განუცხადა.

მისი თქმით, ყველა მათგანის მგომარეობა სტაბილურია.

„ბავშვები, რომლებიც აქ შემოიყვანეს, როგორც თავად ამბობენ, საკლასო ოთახში იგრძნეს უცნაური სუნი, რის შემდეგაც დაეწყოთ თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ღებინება. ჩაუტარდათ ყველა შესაბამისი კვლევა და 25 გაეწერა საავადმყოფოდან. მხოლოდ ერთი მოსწავლე რჩება კლინიკაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. ამ ბავშვს უფრო მეტად აღენიშნებოდა ინტოქსიკაციის ნიშნები”,- აღნიშნა ქეთევან წყაროზიამ.

შეგახსენებთ, სენაკის მეორე საჯარო სკოლის 26 მოაწავლე ინტოქსიკაციის ნიშნებით ბავშვთა საავადმყოფოში მოათავსეს. შსს-მ გამოძიება 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანებად გულისხმობს.