ნინო ბურჯანაძე - პანკისის მოსახლეობის მხრიდან ჩვენ დღესაც განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი მიდგომა ვიხილეთ

არავითარ შემთხვევაში არ ვამართლებ და არ ვახალისებ ამ ფაქტს, მაგრამ ემოციის ქვეშ რომ ადამიანი იტყვის, ავაფეთქებ და პასუხს ვაგებინებ, ვინც ჩემი შვილი ლოგინში მომიკლაო, გიკვირთ?! ჩვენ ხომ დედები ვარ და მშობლები“, - ასე გამოეხმაურა „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე პანკისის ხეობაში შეკრებილ ხალხს და აღნიშნა, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილი მარტო არ არის და მისდამი მხარდაჭერა არ შესუსტებულა.

„როგორც ჩანს, ჩვენი საზოგადოება კიდევ კარგად ვერ აცნობიერებს თუ რამხელა ტრაგედია დატრიალდა მაჩალიკაშვილების ოჯახში. ნებისმიერი ოჯახისთვის შვილის დაკარგვა არის უდიდესი უბედურება, მაგრამ ალბათ, კიდევ უფრო მწარე ტრაგედიაა, როდესაც სახლში, საკუთარ საწოლში მძინარე 18 წლის შვილს უკლავენ ადამიანს. შემდეგ მას ტერორიზმს დააბრალებენ, თუმცა სამართალდამცავი ორგანოები ამას ვერ დაამტკიცებენ. წარმოუდგენელია იყო თავშეკავებული, როდესაც შვილს შეცდომით გიკლავენ. მე მოვუსმინე მალხაზ მაჩალიკაშვილზე სუს-ის მიერ გავრცელებულ ჩანაწერებს. ვერ ვიტყვი ავთენტურია თუ არა, თუმცა რამოდენიმე თვის წინ ბატონმა მაჩალიკაშვილმა განაცხადა, რომ ხანდახან სურვილი აქვს, მივიდეს სუს-ში და შური იძიოს მათზე, მაგრამ საკუთარ თავში პოულობს ძალას, რათა მისი შურისძიების მსხვერპლი უდანაშაულო ადამიანებიც არ აღმოჩნდნენ. ყოველივე აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ რაც სუსმა გამოაქვეყნა მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ ემოციის ფონზე იყო ნათქვამი. მაგრამ თუ ეს მხოლოდ ემოცია არ არის და მაჩალიკაშვილი მართლა გეგმავდა ტერაქტს, რატომ არ არის მაშინ იგი დაკავებული?! თუ იციან , რომ ეს კაცი დამნაშავე იყო, რატომ დადის იგი ქუჩაში?! იქნება დღეს მე და თქვენ აგვაფეთქოს ?! სად არის ლოგიკა?! ჩვენ კარგად გვახსოვს ხეობის უხუცესებისა და მოსახლეობის თხოვნა ხელისუფლებისადმი ამ საქმესთან დაკავშირებით. ჩვენ დღესაც განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი მიდგომა ვიხილეთ პანკისის მოსახლეობის მხირდან. ის, რომ პარლამენტის წინ არ დგას მთელი ხეობა, არ ნიშნავს რომ არ დადგებიან, თუ ეს საჭირო გახდება“, - აცხადებს „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე.

ინფორმაციას „დემოკრატიული მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო