აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან მაკალათია ტროტუარების სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო

აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან მაკალათია, მერიის შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთად თავისუფლების ქუჩაზე, ტროტუარების სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აბაშის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, პროექტით საავტომობილო გზის ორივე მხარეს 3,0 მეტრი სიგანის ტროტუარების მოწყობა არის გათვალისწინებული, რომელიც ასევე გამოყენებული იქნება, როგორც ველობილიკი. ეზოში, შესასვლელებზე დაიგება ბეტონის საფარიც. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე აქამდე არ არსებობდა ტროტუარი, რის გამოც მოსახლეობას გადაადგილება ტრანსპორტით გადატვირთულ გზაზე უწევდა, შესაბამისად, ავარიული სიტუაციები იქმნებოდა.

აბაშის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სამუშაოები მიმდინარე წლის თებერვალში დაიწყო და აგვისტოში დასრულდება. ტროტუარების მოწყობის სამუშაოებს ასრულებს შ.პ.ს. „თბ-კაპიტალი“, პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან 677 418 ლარით ფინანსდება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს