ირაკლი ქადაგიშვილი - თუშეთის გზა მაისში ვეღარ გაიხსნება

თუშეთის გზა მაისში ვეღარ გაიხსნება, მონაკვეთის გახსნის პერიოდი გადავადდა. კახეთის გუბერნატორის ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაციით, სოფელ ლეჩურში, თუშეთისკენ მიმავალი გზა ადიდებულმა მდინარე სტორმა ფაქტიურად სრულად წაიღო. მისივე განმარტებით, გარკვეული მონკვეთები წყლით არის დაფარული და ჩამოწოლილია მეწყერი.

გუბერნატორის განცხადებით, სწორედ რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო ჯერ-ჯერობით თარიღის დაკონკრეტება, თუ როდის გაიხსნება საგზაო მონაკვეთი, ნაადრევია.

„როგორც კი შევძლებთ, ვერტმფრენით გავაკეთებთ შემოვლას, რათა ვნახოთ, სადმე ხომ არ არის წყლის ისეთი დაგუბება, რომ გარღვევის შემთხვევაში უფრო დიდი სტიქიური უბედურების საფრთხე შეიქმნას. ეს საკითხი კომპლექსურია და ახლა საუბარი იმაზე, როდის გაიხსნება გზა, ნადრევია“, - აღნიშნა კახეთის გუბერნატორმა.

კახეთში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა. განსაკთრებით დაზარალდა ახმეტისა და თელავის მუნიციპალიტეტის სოფლები. კახეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური საგანგებო რეჟიმით მუშაობს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო