საფრანგეთის შს მინისტრი - მკურნალობის სტანდარტებსა და ღირებულებას შორის პრაქტიკული სხვაობა საფრანგეთსა და საქართველოს შორის თითქმის არ არის

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ, საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრს, კრისტოფ კასტანერს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებულ ურთიერთობებს მიგრაციისა და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სფეროში. საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება მუშაობს არალეგალური მიგრაციის შემცირების მიმართულებით და აღნიშნულში დიდი მნიშვნელობა აქვს მოსახლეობის ინფორმირებას შესაბამისი საინფორმაციო კამპანიების საშუალებით. საქართველოს და საფრანგეთის მხარის ერთიანი პოზიცია არის ის, რომ ყველაფერი გაკეთდეს უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის თავიდან ასაცილებლად.

რაც ეხება ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებას, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოსა და საფრანგეთის მთავრობებს შორის ორმხრივი თანამშრომლობა მიმდინარეობს, სისტემატიურ რეჟიმში ხდება ინფორმაციის გაცვლა, საქართველოდან საფრანგეთში პოლიციის ატაშეები გაიგზავნა.

ამასთან, შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივაზე, საქართველოში წლის ბოლოს მიგრაციის თემაზე კონფერენციის ჩატარების შესახებ, რომელიც პრეზიდენტმა ევროკომისარებთან: დიმიტრი აბრამოპულოსთან და ფედერიკა მოგერინისთან ბრიუსელში შეხვედრებისას განიხილა. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია ,,ცირკულარული მიგრაციის შესახებ" შეთანხმების ეფექტური იმპლემენტაცია იმ ქვეყნებთან, რომლებთანაც ეს ხელშეკრულება არსებობს, მათ შორის საფრანგეთთან. ამ მიმართულებით საგულისხმოა საპილოტე პროექტების განხორციელება, რაც ხელს შეუწყობს ქართველი სპეციალისტების გადამზადებას და პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებას.

შეხვედრაზე თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის შემცირების საკითხები განიხილეს. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ სამკურნალო მიმართულებით ჰუმანიტარული თავშესაფრის მოთხოვნასთან დაკავშირებით საკითხი შესწავლილია და აღსანიშნავია, რომ მკურნალობის სტანდარტებსა და სამედიცინო სერვისის ღირებულებას შორის პრაქტიკული სხვაობა საფრანგეთსა და საქართველოს შორის თითქმის არ არის.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა