შსს-მ სოფელ ყანდაურაში 4 ადამიანის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ომარ გამყრელიძის შვილიშვილი დააკავა

შსს-მ სოფელ ყანდაურაში 4 ადამიანის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ომარ გამყრელიძის შვილიშვილი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სოფელ ყანდაურაში მომხდარი 4 ადამიანის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ომარ გამყრელიძის შვილიშვილი დაკავა. ამის შესახებ ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

ახალგაზრდას მამაკაცს გამოძიება ცეცლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალების შენახვა ტარებას ედავება. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით.

ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროში ცოტა ხნის წინ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, რომ სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზის პირ­ვე­ლა­დი ინ­ფორ­მა­ცი­ით დად­გინ­და, რომ ტრაგედიის ად­გილ­ზე სრო­ლა ორი სხვა­დას­ხვა ია­რა­ღით გან­ხორ­ცი­ელ­და. ამ ეტაპზე კი ად­გი­ლი­დან ამო­ღე­ბუ­ლია მხო­ლოდ ერთი. მეორე იარაღის სამძებრო სამუშაოები კი ინტენსიურად ხორციელდება.

იხილეთ ვიდეო: დაკავებული 85 წლის ბრალდებულის შვილიშვილი და სროლა 2 სხვადასხვა იარაღიდან: რა ახალი გარემოებებია ყანდაურაში 4 ადამიანის მკვლელობის საქმეში