ძლიერმა სეტყვამ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი დააზარალა

ძლიერმა სეტყვამ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი დააზარალა. სეტყვამ სოფელ არბოშიკში ვენახები და ერთწლიანი კულტურები განადგურა. ადგილობრივების ინფორმაციით, უამინდობა დაახლოებით 10-15 წუთის განვალობაში გრძელდებოდა.
სტიქის შესახებ ინფორმაცია აქვთ დედოფლისწყაროს მერიაში, სადაც განმარტეს,რომ ზარალის ზუსტი რაოდენობა ამ ეტაპზე უცნობია და მოსახლოების შეტყობინების საფუძველზე, სპეციალური კომისია ხვალ დაიწყებს მუშაობას.

























