გამგებლის ინფორმაციით, თუშეთის გზაზე სტიქიის დროს ჩარჩენილებთან დაკავშირება მოხერხდა და ისინი უსაფრთხო ადგილზე იმყოფებიან

თუშეთის გზაზე სტიქიის დროს ჩარჩენილი ყველა პირი თავს კარგად გრძნობს, - ამის შესახებ თუშეთის გამგებელმა ლადო კახოიძემ განაცხადა.

მისი თქმით, 10 მწყემსთან და საგზაო სამსახურის 6 თანამშრომელთან დაკავშირება მოხერხდა და ისინი უსაფრთხო ადგილზე იმყოფებიან.

კახოიძე განმარტავს, რომ გზაზე არსებული ვითარების უკეთ შესასწავლად,ვერტმფრენის გამოყენებაა საჭირო.

„გარკვეული პერიოდი მათთან დაკავშირება ვერ ხერხდებოდა, თუმცა, გვიან ღამით თვითონ გამოვიდნენ კავშირზე და გვითხრეს, რომ უსაფრთხო ადგილზე იმყოფებიან. მთავარია სტიქიის დროს არავინ დაშავებულა. ახლა კი ვერტმფრენით შემოვლა და დაზიანებული მონაკვეთების ნახვაა საჭირო. ვფიქრობ, უახლოეს საათებში შევძლებთ გაფრენას და იქ დარჩენილებს ადგილზე მოვინახულებთ. საჭიროების შემთხვევაში კი მათი ბარში ჩამოსაყვანად შესაბამისი ზომები იქნება მიღებული“, - აცხადებს ლადო კახოიძე.

თელავის და ახმეტის მუნიციპალიტეტებში უხვი ნალექის შედეგად მდინარეები ადიდდა. მდინარე სტორმა და ალაზანმა ჯებირები გაარღვია და მიმართულება შეიცვალა. ასევე თუშეთის მიმართულებით რამდენიმე მონაკვეთზე სრულად არის განადგურებული გზა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო