თელავის მუნიციპალიტეტში უხვმა ნალექმა წყლის სათავე ნაგებობები დააზიანა, რის გამოც, მოსახლეობის ნაწილს სასმელი წყალი არ მიეწოდება

თელავის მუნიციპალიტეტში სტიქიის გამო, მოსახლეობის ნაწილს სასმელი წყალი არ მიეწოდება. რამდენიმე სოფელში, უხვმა ნალექმა წყლის სათავე ნაგებობები დააზიანა. სტიქიის ზონაში კი ტექნიკის შეყვანა ამ დრომდე ვერ ხერხდება.

თელავის მერიის ინფორმაციით, გადაუღებელი წვიმა დაზიანებული წყლის სისტემის ზუსტი მდებარეობის პოვნას და მუშაობის დაწყებას ართულებს.

შოთა ნარეკლიშვილი არ გამორიცხავს, რომ საჭიროების შემთხვევაში მოსახლეობას წყალი ცისტერნებით მიაწოდონ.

ამასთანავე, თელავის მუნიციპალიტეტში კვლავ ადიდებულია მდინარე სტორი და რამდენიმე მიმართულებით მიედინება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა