გოგი წულაიამ ზესტაფონში აქცია - პერფორმანსი - „ნუ მომკლავ" მოაწყო

„ნუ მომკლავ", - ამ მოწოდებით პარტია "თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარემ, ზესტაფონის მერობის კანდიდატმა გოგი წულაიამ ზესტაფონში აქცია - პერფორმანსი მოაწყო. მერობის კანდიდატმა ბავშვებთან ერთად "ფეროს" ქარხნის ღობეზე წარწერები "ნუ მომკლავ", "სიცოცხლე უფალმა გვაჩუქა" განათავსა.

წულაიას განცხადებით, ფერო ზესტაფონის ნომერ პირველი პრობლემაა, ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით კი ქარხანაზე ფილტრებს არ ამუშავებენ.

„დღეს აქ მოვედი ბავშვებთან ერთად, მათ შორისაა ჩემი 12 წლის შვილი, ჩვენ ერთად გავაპროტესტეთ ზესტაფონში არსებული პრობლემა. ფეროს ღობეზე ბავშვებმა დახატეს ნახატები და თხოვენ ადმინისტრაციას, ნუ მოკლავენ თაობებს. ქარხანაში ტექნიკა მოძველებულია, ფილტრებს კი ელექტროენერგიის დაზოგვის გამო არ ამუშავებენ. ეს არის დანაშაული, ერის, ღმერთის და ბუნების წინაშე. გაზრდილია დაავადებულთა რაოდენობა და ადამიანები რთულ მდგომარეობაში არიან და ამაზე ზრუნავა არ უნდათ",-განაცხადა გოგი წულაიამ.

აქციის მონაწილეებს კედლებზე წარწერების შეწყვეტისკენ მოუწოდეს ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა. მათი თქმით, ეს კერძო საკუთრებაა და მისი დაზიანება დანაშაულია.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს