ხაშურთან ავარიის შედეგად 8 ახალგაზრდა დაშავდა

ხაშური-ბორჯომის საავტომობილო გზაზე, სოფელ ცხრამუხასთან ავარია მოხდა, ავარიის შედეგად 8 ადამიანი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, საქორწინო ექსკორტის ორი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა.

დაშავებულთაგან სხვადასხვა დაზიანებებით 6 ახალგაზრდა ხაშურის კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაშავებულთაგან მხოლოდ ერთია სრულწლოვანი, დანარჩენები 18 წლამდე ასაკის ახალგაზრდები არიან.

„გორმედის" ქსელის ხაშურის კლინიკურ საავადმყოფოში შემოიყვანეს ავარიის შედეგად დაშავებული 6 პირი, ხუთს ნაკლებად მძიმე დაზიანებები აღენიშნებოდა, შესაბამისად, ჩაუტარდათ კვლევები, გაეწიათ ამბულატორიული დახმარება და კლინიკიდან გაეწერნენ. ერთ-ერთი მათგანი კი, 17 წლის ახალგაზრდა სტაციონარში რჩება, მიმდინარეობს შესაბისი კვლევები და წინასაოპერაციო მომზადება“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ ხაშურის საავადმყოფოს ექიმმა-ტრავმატოლოგმა გიორგი ხაჩიძემ.

მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანების ჯანმრთელობას ზიანი მიაყენა.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
KPIs-ის ინოვაციური სისტემა BDO-სგან: ფინანსური მართვის ახალი სტანდარტი
„კოლიერსის“ მონაწილეობა „სილქ დეველოპმენტის“ გამორჩეულ პროექტში - „ტელეგრაფი“