ბორჯომში ტყის აღდგენის პროექტი საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს გააცნეს

ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბაში, 2008 და 2017 წლებში ხანძრით დაზიანებულ ტყეში დარგვის საგაზაფხულო სამუშაოები დასრულდა, რის შემდეგაც მოვლის ღონისძიებები გაგრძელდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, შემოდგომიდან სამინისტრო დარგვის სამუშაოებს განაახლებს.

მათივე ინფორმაციით, ტყის აღდგენის პროექტი ამჯერად საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს გააცნეს. გასული წლის შემოდგომაზე ეროვნულმა სატყეო სააგენტომ 144 ჰა ფართობი აღადგინა. საგაზაფხულო სამუშაოები წელსაც იგივე ტერიტორიაზე გაგრძელდა და 35 ათასამდე წიწვოვანი და ფოთლოვანი სახეობის ნერგი დაირგო.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, დღესვე, სოფელ დაბის მიმდებარედ, პარლამენტის აპარატის თანამშრომლებმა, სიმბოლურად 50-მდე წიწვოვანი სახეობის ნერგი დარგეს, რომელიც ეროვნულ საშენ მეურნეობაშია გამოყვანილი. დარგვის სამუშაოები მეტყევე-სპეციალისტების ზედამხედველობით განხორციელდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა