ფშაველი-ლეჩურის დამაკავშირებელი გზაზე კვლავ შეზღუდვები მოქმედებს

ფშაველი-ლეჩურის დამაკავშირებელ გზაზე კვლავ შეზღუდვები მოქმედებს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს"თელავის მერმა განუცხადა. შოთა ნარეკლიშვილის თქმით, გზის ნაწილი მდინარე სტორიმ დაანგრია და აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობას პოლიცია არეგულირებს.

"სტიქიის ზონაში შესაბამისი ტექნიკა მობილიზებულია,თუმცა პირველ ეტაპზე ყველაზე მეტად საფრთხის შემცველი ადგილები იწმინდება. ფშაველი-ლეჩურის გზაზე ისევ პოლიციის კონტროლით ხდება გადაადგილება. მდინარეში წყლის დონე არ მომატებულა, თუმცა მიმართულება შეიცვალა,რაც ნაწილობრივ აფერხებს გზების აღდგენითი სამუშაოების დაჩქარებას“, - განაცხადა თელავის მერმა შოთა ნარეკლიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ მდინარე სტორის ადიდებამ სოფელ ლეჩურთან, თუშეთის მიმართულებით საავტომობილო გზის დაახლოებით 150 მეტრი სრულად დაანგრია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა