ხარაგაულში „ანდრიაობა“ აღინიშნება

ხარაგაულში „ანდრიაობა“ აღინიშნება

ხარაგაულში „ანდრიაობა“ აღინიშნება. ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს, ხარაგაულში პილიგრიმები ტრადიციულად “რკინის ჯვარზე“ ადიან, რომელიც საქართველოში ანდრია პირველწოდებულის შემოსვლის ადგილად ითვლება.

„რკინის ჯვრამდე“ ასეულობით მორწმუნე ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის გავლით ურთულეს გზას გადიან. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ღონისძიების ორგანიზატორებმა განუცხადეს, დღეს მომლოცველებთან ერთად ტურში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში ელიზაბეთ რუდი მონაწილეობს.