ქედაში მორიგი უფასო სამედიცინო გამოკვლევების აქცია ჩატარდა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური საკითხთა კომიტეტის ეგიდით, ქედის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის, უფასო სამედიცინო გამოკვლევების მორიგი აქცია ჩატარდა.

ამის შესახებ „ინტერეპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოდან აცნობეს.

როგორც აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნუგზარ სურმანიძემ განაცხადა, მოწვეული იყო 13 სხვადასხვა პროფილის ექიმი.

„აჭარის უმაღლესი საბჭოს ეგიდით, ჩვენი რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, პერმანენტულად ტარდება მოსახლეობის უფასო სამედიცინო გამოკვლევები. ქედის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას დავპირდით, რომ მორიგ აქციას საზაფხულო იალაღებზე გამგზავრებამდე მოვუწყობდით და ამჯერად თბილისის ინგოროყვას სახელობის კლინიკისა და სამედიცინო კორპორაცია „ევექსის“ აჭარის რეგიონული კლინიკის 13 სხვადასხვა პროფილის ექიმი მოვიწვიეთ“, - აღნიშნა ნუგზარ სურმანიძემ.

სამედიცინო კვლევების პარალელურად, ნუგზარ სურმანიძე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მერაბ კარანაძე, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზურაბ თენიეიშვილი, თბილისის ინგოროყვას სახელობის კლინიკის ხელმძღვანელ გოჩა ინგოროყვასა და ქედის მერ ლევან გორგილაძესთან ერთად მოსახლეობას გაესაუბრნენ და მათ პრობლემებს გაეცნენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა