სანდრა რულოვსის საარჩევნო შტაბთან აქცია გაიმართა

ზუგდიდის მერობის კანდიდატის სანდრა რულოვსის საარჩევნო შტაბთან აქცია გაიმართა. აქციის ორგანიზატორის თეონა ქარდავას თქმით, მათ სურთ, რომ რულოვსმა კითხვებზე პასუხი საჯაროდ გასცეს.

„აქ რიგითი მოქალაქეები შევიკრიბეთ, მე პირადად ვარ სამოქალაქო აქტივისტი, მე თვითონ გავუწიე ორგანიზება მოქალქეების აქ მოსვლას. ვითხოვთ, საჯაროდ მოგვეცეს კითხვების დასმის უფლება სანდრა რულოვსისთვის და მან გასცეს ჩვენს კითხვებს პასუხები. ასევე, ვაპროტესტებთ იმასაც, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ სლოგანად იყენებს იმას, რომ დევნილები მათ აძლევენ ხმას. აფხაზეთელები არ ირჩევენ „ნაციონალურ მოძრაობის“ კანდიდატს ზუგდიდში და ჩვენს სათქმელს 19 მაისს ერთხმად ვიტყვით და ეს იქნება „არა სანდრას“, - აღნიშნა ქარდავამ.

აქციის ერთ-ერთი მონაწილის თქმით, სანდრა რულოვსმა და მიხეილ სააკაშვილმა ვილა შეიძინეს ამერიკაში და აინტერესებთ, თუ რა თანხით იყიდეს ის.

„რა გააკეთა მიშამ დევნილებისთვის?! რა გააკეთა მიშამ ვეტერანებისთვის?! ყველაფერი, რაც გააკეთა, იყო უკანონო. ფოცხოეწერში გადაასახლა დევნილები, რომლებმაც სამეგრელო სად მდებარეობდა, არ იცოდნენ. ახლა მივიდნენ და ნახონ, დევნილები რა მდგომარეობაში არიან. მოვიდნენ და გვკითხონ, რა გვტკივა, რატომ ვართ მათ წინააღმდეგ. ჩემი აქ მოსვლის მთავარი მიზეზი არის ის, რომ უკანონოდ შეიძინეს სანდრამ და მიშამ ფლორიდაში ვილა. გვაინტერესებს რა თანხებით იყიდეს ის“, - ამბობს აქციის მონაწილე.

საპასუხოდ,„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აფხაზეთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ ბესო შენგელიამ აღნიშნა, რომ სანდრა რულოვსის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი დევნილთა მდგომარეობის გაუმჯობესებაა. რაც შეეხება პრობლემებს, შენგელიას განმარტებით, ამაზე იმ მერმა უნდა გასცეს პასუხი, ვის გამოც არჩევნები ჩაინიშნა.

„იქ თუ ნამდვილად იდგნენ დევნილები, ეს არის დევნილთა სირცხვილი. თუ რამე არ გაუკეთებია ადგილობრივ ხელისუფლებას ამ მუნიციპალიტეტში, არ გაუკეთებია ზუსტად დევნილებისთვის. სანდრა რულოვსის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი დევნილთა მდგომარეობის გაუმჯობესებაა“, - აცხადებს ბესო შენგელია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა