ფინანსთა მინისტრი - „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით“ მიმდინარე პროგრამის დასრულებამდე 1 წელია დარჩენილი და დღეს თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველა ამ მიზანს მივაღწიეთ

„გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით“ მიმდინარე პროგრამის დასრულებამდე 1 წელია დარჩენილი და დღეს თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ ყველა ამ მიზანს მივაღწიეთ,“ – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან კობა გვენეტაძესთან და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელთან მერსედეს ვერა მარტინისთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მაჭავარიანმა პროგრამის „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით“ მეოთხე მიმოხილვის დასრულებისა და დასახული მიზნების შესრულების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოს მთავრობა იმ პრინციპების ერთგული რჩება, რომელიც საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად დასახა.

„საქართველოს მთავრობამ, ეროვნულმა ბანკმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდმა წარმატებით დაასრულა მიმდინარე პროგრამის მეოთხე მიმოხილვა. კმაყოფილებით მინდა აღვნიშნო, რომ პროგრამის დაწყებიდან დღემდე საქართველოს მთავრობა ადასტურებს პრინციპულობას და ერთგული რჩება იმ ძირითადი მიზნების მიმართ, რომელიც ჩვენს პარტნიორებთან ერთად დავსახეთ. პროგრამის დასრულებამდე 1 წელია დარჩენილი და დღეს თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ ყველა ამ მიზანს მივაღწიეთ.

მოკლედ შეგახსენებთ ამ მიზნებს: 1) ეს იყო მიმდინარე ხარჯების კონტროლი. მინდა შეგახსენოთ, რომ 2016 წლიდან 2018 წლის ბოლომდე მიმდინარე ხარჯები შემცირდა 26%-დან 23%-მდე და განაგრძობს შემცირებას. აბსოლუტურ სიდიდეში ეს არის ხარჯების დაახლოებით 1,2 მილიარდით შემცირება და სრულად ეხმიანება მთავრობის მიერ გაცხადებულ მცირე მთავრობის კონცეფციას; 2) რაც შეეხება კაპიტალურ ხარჯებს, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული გზა და ქვეშეთი - კობის მონაკვეთი, რაც ყველაზე მთავარი ინფრასტრუქტურული პროექტებია, ამ მიმართუულებით ჩვენ მუშაობა ან უკვე დაწყებული გვაქვს, ან ტენდერები დასრულების ფაზაშია. აქვე მინდა ვთქვა, რომ ეს კაპიტალური დანახარჯები სრულადაა გაწერილი ფისკალურ ჩარჩოში და მათი დაფინანსება სრულად მოძიებულია; 3)დეფიციტის ნორმალიზაცია, რომელიც ნარჩუნდება მშპ-სთან მიმართებაში 2, 5% ის დონეზე, რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ საქართველოს საბიუჯეტო სექტორი რჩება და მომავალშიც იქნება ჩვენი მაკროეკონომიკური სტაბილურობის ერთ-ერთ მთავარ გარანტად,“ - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა