სოფელ უწერასა და სორში ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს

ონის მუნიციპალიტეტის სოფელ უწერასა (ჟამიერეთის უბანი) და სოფელ სორში მდინარე რიონზე კალაპოტის გაწმენდისა და ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, სამუშაოებს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი წერეთელი ადგილზე გაეცნო.

აღნიშნულ სოფლებში მდინარე რიონის ადიდებისას, არსებობდა საკარმიდამო და სახნავ-სათესი ნაკვეთების დატბორვის საფრთხე.

პროექტის შესაბამისად, სტიქიის პრევენციისა და ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად განხორციელდება შესაბამისი ნაპირსამაგრი ღონისძიებები. კერძოდ, გაიწმინდება მდინარის კალაპოტი, უწერა (ჟამიერეთის უბანში) არსებული დაზიანებული გაბიონის მიმდებარედ მოწყობა ახალი ქვანაყარი ბერმა და დამატებითი გაბიონი. ასევე, გათვალისწინებულია რკინა-ბეტონის ხიდის მოწყობა და ეკლესიამდე მისასვლელი ძველი გზის აღდგენა. ხოლო სოფელ სორში დატბორვის თავიდან ასაცილებლად მოეწყობა ქვანაყარი ბერმა.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 835 500 ლარია. სამუშაოები მიმდინარე წლის თებერვალში დაიწყო და აგვისტოში დასრულდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო